Friday, March 9, 2012

მათემატიკური ხელოვნება

1. სახელი: მათემატიკური ხელოვნება
2.
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს ორნამენტის შესახებ ძველ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, აგრეთვე ზოგიერთი გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების შესახებ  ქართული და მსოფლიო ხელოვნების (ნაქარგობა,  მხატვრობა, პოეზია, არქიტექტურა და სხვა) ნიმუშებში. იკვლევენ მათემატიკის როლს ხელოვნებაში.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად  და იკვლევენ გეომეტრიული გარდაქმნების - ცენტრული, ღერძული სიმეტრიების, პარალელური გადატანის - გამოყენებებს ხელოვნებაში. ამ კვლევებისთვის საჭირო  ინფორმაციის მოძიება ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების გაფართოებას. ისინი თავად ხდებიან შემოქმედნი გეომეტრიული გარდაქმნების კვლევისას.
მოსწავლეები მოინახულებენ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს, გაეცნობიან ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს, მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სიბრტყის ორნამენტებით დაფარვის ნიმუშებს, აცნობიერებენ ამ პროცესის გამარტივებაში  კომპიუტერის როლს, რაც აძლიერებს ტექნოლოგიების მიმართ მზარდ ინტერესს.
მათ მიერ მოძიებულ მასალეში მოსწავლეები იკვლევენ სიმეტრიის ცენტრებს, სიმეტრიის ღერძებს, პოულობენ ვექტორებს, რომლის საშუალებითაც შესრულდა პარალელური გადატანა.
მოძიებული მასალის მიხედვით შემნიან ფოტო ალბომს, შექმნიან საკუთარ“ ხელოვნების ნიმუშებს“ და მოაწობენ მათ გამოფენას; ბოლოს მთელ ინფორმაციას მოათავსებენ ბლოგში.
4. მონაწილეთა ასაკი: 13-14წ. 15-16წ.
5.
ვადები
:
2-3 თვე
6.
პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში:
საჭირო ინფორმაციის კვლევა-ძიება, დამუშავება, მოპვებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება, ჯგუფური მუშაობა, ფოტო ალბომის შექმნა, გამოფენის მოწყობა, ინფორმაციის განთავსება ბლოგში.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის კვლევა – ძიების, დაკვირვების, მოპოვებული მასალის დამუშავების და პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევები;  სხვადასხვა სფეროებსა და მეცნიერებებს შორის კავშირის ხედვის უნარი; ჩამოუყალიბდებათ  ჯგუფური მუშაობის , თანამშრომლობის, კომუნიკაბელურობის, ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევები. მოსწავლეები გაიფართოვებენ ცოდნას როგორც მათემატიკის, ასევე ქართული და მსოფლიო კულტურის შესახებ.
შეიქმნება ფოტო ალბომი, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა, ბლოგი.
8.სარგებელი სხვებისათვის: შეძლებენ გაეცნონ მათემატიკის, კერძოდ გეომეტრიული გარდაქმნების , პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს სხვადასხვა სფეროებში.
9. სამუშა ოენა:ქართული
10.
საგნებთან კავშირი: პროექტი ინტეგრირებულია, მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას:
ისტორიაში– ქართული ხუროთმოძრვრული ძეგლების შესახებ;
ლიტერატურაში–პოეზიის შესახებ;
ხელოვნებაში– მხატვრობის, ნაქარგობის და სხვ. შესახებ;
მათემატიკაში– გეომეტრიული გარდაქმნების და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.
პროექტის ავტორი სახელი:ლია ასრათაშვილი
13.
პროექტის ავტორის ელ. ფოსტა: ninowmindalia@gmail.com
14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

































აი რა მზის სიზმარია



აირევი ივერია